კულტურის სამინისტრომ „სუხიშვილებს“ სასცენო სამოსი გადასცა

კულტურის სამინისტრომ სუხიშვილებს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ანსამბლისთვის ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა 184 ერთეული სასცენო კოსტიუმი. კერძოდ, 24 ჩოხა, 50 ერთეული შარვალი, 50 ერთეული ახალუხი, 40 ცალი ყაბალახი, 20 ერთეული ხორუმის შარვალი. 2022 წელს კულტურის სამინისტროსგან ანსამბლ „სუხიშვილებს“ გადაეცა 212 ერთეული სასცენო სამოსი და აქსესუარი.