„სუხიშვილების“ წარმატებული გამოსვლა
„სუხიშვილების“ წარმატებული გამოსვლა „კარნეგი ჰოლში“. ქართული ნაციონალური ბალეტის კონცერტს, ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში ასეულობით ადამიანი დაესწრო. საღამოზე იმყოფებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნიროც, რომელმაც კონცერტის დასრულების შემდეგ, ანსამბლის წევრებს პირადად მიულოცა წარმატებული გამოსვლა. „სუხიშვილებმა“ ნიუ იორკში, კლასიკურ პროგრამასთან ერთად, რამდენიმე თანამედროვე ცეკვაც წარმოადგინეს.
„სუხიშვილები“ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სცენაზე არაერთხელ გამოსულან, თუმცა, „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე ეს მათი პირველი გამოჩენა იყო. ანსამბლი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.