„სუხიშვილების“ 75 წლის იუბილე

75-წლიანი ისტორია სცენაზე და არაერთი საერთაშორისო აღიარება: ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 75 წლის იუბილეს აღსანიშნად ემზადება. 1945 წელს ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლი ხვალიდან ღია სივრცეში კლასიკურ საკონცერტო პროგრამას წარადგენს, რომელიც ძველ ქორეოგრაფიულ დადგმას აერთიანებს.

2020 წელს „ქართული ნაციონალური ბალეტის“ ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს. ანსამბლის იუბილესთან ერთად, მიმდინარე წელს სუხიშვილების დამაარსებლის, ნინო რამიშვილის დაბადებიდან 110 წელი შესრულდა. კონცერტების სერია ნაფეტვრებში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.