„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პოდკასტში „ორ ცეცხლს შუა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც აქციებზე, ქუჩაში, აპოლიტიკური ადამიანები დგანან. მისი თქმით, ეს ადამიანები განეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიას და პოლიტიკასთან შემხებლობაში არიან.

გიორგი ვაშაძის განცხადებას აფასებენ უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანები ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ.