„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშეა. მისი თქმით, პანდემიამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა, რასაც სისტემა ვერ უმკლავდება.
ოპოზიციური პარტიის წევრის შეფასებით, გაუმართავია ტესტირების მექანიზმი. ჩიხლაძის განცხადებით, კრიტიკული ვითარებაა კლინიკებში როგორც ადგილების, ასევე პაციენტების მოვლის კუთხითაც.