სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი კახეთში

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან კახეთში. ძლიერმა სეტყვამ თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათამდე სოფელი დააზარალა. 80-100 პროცენტით არის განადგურებული 5 ათასამდე ჰექტარი სავარგულები. მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო შეისყიდის. ყურძენს კი მოსახლეობისგან აკურის, ყვარლისა და გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები ჩაიბარებენ.