სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმში

12:12, 11.05.2025

დღეს დილიდან ბათუმში უკვე დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რის შემდეგაც ზარალის ოდენობა დაითვლება. შეუფერხებლად მუშაობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ყველა დაგეგმილი რეისი შესრულდა. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც. რაც შეეხება დაშავებულებს, ქალი დღეს უკვე ბინაზე გაეწერა. მამაკაცი კი დამატებით კვლევების მიზნით, კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი