სტიქია კახეთში

ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი – კახეთის რეგიონი ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ სტიქიას ებრძვის.

გადაუღებელი წვიმების შედეგად, სამი მდინარე – ალაზანი, სტორი და დურუჯი ადიდდა, კალაპოტიდან გადავიდა და სახლების პირველ სართულებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც დატბორა.

დაზიანებულია გზები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა, წყალმა მთლიანად წაიღო თუშეთთან დამაკავშირებელი გზის ერთი ნაწილი. ცალკეულ მონაკვეთებზე გააქტიურდა მეწყრული პროცესებიც. ამ დროისთვის რეგიონში აღარ წვიმს. თუმცა მდინარეებში წყლის მაღალი დონის გამო, ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერ ვერ ხერხდება.