სტიქია კახეთში

12:01, 05.05.2019

სტიქიაა კახეთში. ლაგოდეხის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად სამი მდინარე – კაბალა, აფენი და არეში ადიდდა.

მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე სოფლების სახლები, ეზოები და ნაკვეთები დატბორა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ, მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

მსგავსი