2022 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის ტრადიციულად წარმატებული გამოდგა – საქართველომ სპორტის სხვადასხვა სახეობაში 500-მდე მედალი მოიპოვა. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო გუნდური სპორტისთვისაც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტულ არენაზე წელსაც არაერთხელ ასწიეს საქართველოს დროშა და გააჟღერეს ჩვენი ეროვნული ჰიმნი. რამდენიმე სპორტსმენმა კი მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
2022-ს დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ ხვიჩა კვარაცხელიას წელი. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც კვარადონა უკვე უწოდეს, თამაშის გამორჩეული და განსხვავებული სტილით, შეძლო მთელი საქართველოს გაერთიანება და მსოფლიო სპორტული სამყაროს ყურადღება მიიქცია.
შეუძლებელია, არ ვახსენოთ ყველაზე ძლიერი მამაკაცი მსოფლიოში, ლაშა ტალახაძე, რომელიც წარმატებით აგრძელებს ჩვენს გაოცებას და წელს უკვე ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ყველა ქართველი სპორტსმენის მიღწევებზე რომ ვისაუბროთ, საეთერო დრო ნამდვილად არ გვეყოფა – ამიტომ ყველას ვუსურვებთ წარმატებებს 2023 წელს.
ქართული სპორტის 2022 წელი ნახეთ ნინო გაბელიას რეპორტაჟში.