სპორტის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა. დაანონსდა სამომავლო გეგმები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ფონდის პარტნიორები. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ასევე ფონდის კეთილი ნების ელჩები – ზაზა ფაჩულია და დათა ხოჭოლავა.
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯილდო მიიღო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული მოვლენების გაშუქებისთვის.