საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა წუხელ თბილისში. ყიფშიძის ქუჩაზე გვიან ღამით ორი პირი აიყვანეს. სამართალდამცველების ოპერაცია ფალიაშვილზე მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დედაქალაქის ცენტრიდან მამაკაცები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს. ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ერთ-ერთი პირის ავტომანქანაში ჩხრეკაც ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი 20 სექტემბერს გვიან ღამით დაჭრეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება ორი მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.