სპეცოპერაცია თბილისსა და აჭარაში

სპეცოპერაცია თბილისსა და აჭარაში – ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. საპოლიციო ღონისძიებები დედაქალაქის სამ სხვადასხვა უბანსა და აჭარაში დილიდან დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია. სპეცოპერაციების თვითმხილველების ნაწილი აცხადებს, რომ დაკავებულებს არ იცნობდნენ, რადგან ისინი ქირით ცხოვრობენ.