სპეცდანიშნულების რაზმი სოფელ კარალეთში - რა ბრალდებით დააკავეს 20 წლის ახალგაზრდა

სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული გორის რაიონის სოფელ კარალეთში, როსტომაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც სამართალდამცავები საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ.

20 წლის გოგიტა როსტომაშვილი სამართალდამცავებმა 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ამავე სოფლის მკვიდრი და გარდაცვლილის ნათესავია. სამართალდამცავებს ჩადენილი დანაშაულისათვის შესახებ ეჭვმიტანილის მამამ აცნობა, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

დაკავებულის თანასოფლელების ინფორმაციით, მან ბრალი უკვე აღიარა.