სოფელ კარალეთში შუახნის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

15:10, 04.12.2017

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში შუახნის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მსგავსი