სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც. დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესი შესრულდა. სასულიერო პირი, რომელიც წირვას აღავლენს, წყალში წმიდა მირონს აწვეთებს და აკურთხებს მას.

ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. ღვთისმსახურება სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში შემავალ ყველა ეკლესიაში აღევლინა, მათ შორის ახალქალაქის სურბ ხაჩისა და თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრებში.

შეკრებილ მრევლს დღესასწაულები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.