ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - ყველა მორწმუნეს ვულოცავ დღევანდელ შესანიშნავ დღეს
ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - ყველა მორწმუნეს ვულოცავ დღევანდელ შესანიშნავ დღეს

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც.

ახალქალაქის სურბ ხაჩის ეკლესიაში დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდა.

„ყველა მორწმუნეს ვულოცავ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. ვუსურვებ, რომ ღმერთმა ყველა ადამიანს მისცეს ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.

ბედნიერება და სიხარული. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის დიდი ხნის ტრადიციია, რომ 5 იანვარს ჩატარდეს საშობაო წირვა, ხოლო 6 იანვარს ნათლისღებისა და ქრისტესშობის წირვა.

ახალ აღთქმაში წერია, როცა ქრისტე მოინათლა, იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო, სწორედ აქედან გამომდინარე, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთ დღეს აღნიშნავს.

დღეს ყველა სომხურ ეკლესიაში ტარდება წირვა და შემდეგ წყალკურთხევის რიტუალი. როგორც უზენაესი სიკეთის სიმბოლური გამოხატვა. დღეს საღამოს კი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შობას. მინდა ყველას ბედნიერება და მშვიდობა ვუსურვო. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა მოქალაქე. დაე მუდამ მეგობრულად გვეცხოვროს“, – აღნიშნა საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.