„სოლიდარობის ფონდის“ საქველმოქმედო აქცია

ხელოვანები ქველმოქმედებისთვის კიდევ ერთხელ ერთიანდებიან.

„სოლიდარობის ფონდი” მასშტაბური აუქციონისთვის ემზადება.

ცნობილი მხატვრების ნახატები, მსახიობების, მუსიკოსების და სპორტსმენების პირადი ნივთები ხვალ ტექნოპარკში იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას მოხმარდება.