„სოლიდარობის ფონდი“ ათწლიან საქმიანობას აჯამებს – 2014 წლიდან დღემდე ფონდმა 1 000-ზე მეტი ბავშვის მკურნალობა დააფინანსა. მათმა ნაწილმა მკურნალობის კურსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიარა. ფონდი სიმსივნის დიაგნოზის მქონე 22 წლამდე მოქალაქეებს განკურნებაში შემოწირულობების გზით ეხმარება. ამ შემოწირულობებს კი ფონდი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისგან იღებს. 2023 წლიდან „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა გაფართოვდა და მას ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების სახელმწიფო პროგრამის მენეჯმენტიც დაემატა.