„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ამერიკის 95 მლნ-იანი დახმარების შეჩერებაში და ჯანდაცვის სისტემის დაზიანებაში ადანაშაულებს. „თბილისის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდს ამ დრომდე არ გაუცია პასუხი, თუ როგორ აპირებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების გაგრძელებას, რომელიც შტატებისგან ფინანსდებოდა. მათ შორის საუბარია ახალი საავადმყოფოების მშენებლობაზე და ექიმების მომზადებაზე.