სოფელ წყალთბილაში ზარალს ითვლიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ზარალს ითვლიან. ადგილზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე ვერ მუშაობს.

წყალთბილაში, გუშინ ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და ადგილობრივების ეზოში შეაღწია. დაზიანდა მოსახლეობის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები, ასევე, ორი სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდები წყალთბილასა და ჯურღაში.

ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.