ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს
ახალციხეში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს

ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ვეტერანების პატივსაცემად ახალციხის ფოლკლორულმა ანსამბლმა კონცერტი გამართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი დახმარება გადასცეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 10 ვეტერანია და მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან 400 ლარი ჩაერიცხათ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლებისგან 600.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. დღეისთვის სამცხე-ჯავახეთის მხარეში 40 ვეტერანი ცხოვრობს.