სოფელ კირბალის მკვიდრი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

12:08, 10.12.2017

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული, სოფელ კირბალის მკვიდრი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

39 წლის მამუკა სამხარაძე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტში დასაკითხად იმყოფებოდა.

მამუკა სამხარაძე რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალთან, ტყეში დააკავეს. ის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით უკვე მესამედ აიყვანეს.

მსგავსი