სკოლების დახურვა გალში

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კიდევ ერთ პროვოკაციულ გადაწყვეტილებას აანონსებს.

ქართულად სწავლის აკრძალვის შემდეგ, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში სკოლების დახურვაა დაგეგმილი. საუბარია იმ შვიდ სასწავლო დაწესებულებაზე, სადაც სწავლა ნაწილობრივ ჯერ ისევ ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

პარალელურად, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილობრივებს აფხაზურად საუბარს აიძულებენ.

მოსალოდნელი პროვოკაციული ნაბიჯის შესახებ ინფორმაციას ფლობს ოფიციალური თბილისი, რომელსაც არაღიარებული რეჟიმის გეგმის შესაჩერებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.