სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთი, გაყალბებული დოკუმენტაციის წარდგენით, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა. ნაკვეთი დაყადაღებულია. გამოძიება გრძელდება.