გენერალური გეგმა და საკუთრების უფლებები

30 000-მდე მოქალაქე თბილისის მერიიდან პასუხს ელოდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა მიწის ნაკვეთებს დედაქალაქის ახალმა გენერალურმა გეგმამ სტატუსი შეუცვალა. შესაბამისად, მიწების მფლობელებს საკუთარ ტერიტორიებზე მშენებლობის უფლება შეეზღუდათ ან საერთოდ აღარ აქვთ. იგულისხმება ლისის ტბის, დიღმის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული მიწის ნაკვეთები. მათი მფლობელები მერიიდან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდებიან და პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობენ. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნაწილი არც აქციების დაწყებას გამორიცხავს.

დატოვე კომენტარი