"სითი ინსტიტუტმა"  მიწათსარგებლობის გენგეგმაზე პროექტი 45 დღეში უნდა წარმოადგინოს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამუშაოდ “სითი ინსტიტუტს” დამატებითი დრო მიეცა. შესაბამისი პროექტი მათ 45 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მერიის სამსახურებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.

თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ დამატებითი კომენტარი კახა კალაძემაც გააკეთა.