ჩინური წარმოების ვაქცინა უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომელშიც „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა იყო ჩატვირთული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 09:00 საათზე დაეშვა. ვაქცინას უკვე მიღებული აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ნებართვა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მისთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია. სწორედ ამის გამო, „სინოფარმთან“ დაკავშირებით, არაერთი კითხვა გაჩნდა, როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი, თათია ტაბეშაძე გვეტყვის.