საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 11,8 პროცენტს შეადგენს. ერთი წლის განმავლობაში სიღარიბე 3,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც გამოეხმაურა. როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, სიღარიბის მსგავსი ტემპით შემცირება მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებაა.