სიახლე კოხლეარული იმპლანტის პროგრამაში 

12:30, 24.06.2026

სახელმწიფო ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებს ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტს დაუფინანსებს. პროგრამის გაფართოების საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.

აღინიშნა, რომ ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროგრამის ფარგლებში, კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

კოხლეარული იმპლანტი არის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც სმენის მძიმე პრობლემის ადამიანებს ბგერების აღქმაში ეხმარება. ის ყურში ქირურგიულად თავსდება.

მსგავსი