შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს – შეფასებები

18:06, 27.08.2025

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღება კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვას და მესამე სექტორის დევნას ნიშნავს ოპოზიციისთვის. საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, რომელთა შორისაა საბოტაჟი, ხელისუფლების ოპონენტები აბსურდულს უწოდებენ და უვიზო მიმოსვლის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, მმართველ პარტიას ურჩევს ნაცვლად ამ გადაწყვეტილებას,  ევროკავშირის მხრიდან წარდგენილი პირობები შეასრულოს. „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის კოორდინირებულ მოქმედებებში ადანაშაულებს და მათ სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შემსრულებლებად მოიხსენიებს.

მსგავსი