შვედეთი 1-0 სამხრეთ კორეა

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი დასრულდა F ჯგუფში. შვედეთმა 65-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით სამხრეთ კორეა დაამარცხა და მექსიკასთან ერთად 3 ქულით ჯგუფის ლიდერია. ეს მეორე შემთხვევაა მიმდინარე ტურნირზე, როდესაც პენალტი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ იქნა დანიშნული. მომდევნო შეხვედრაში ბელგია პანამას შეხვდება. ეს თამაში 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო 22:00 საათზე, დღის დასკვნით შეხვედრაში, ინგლისი ტუნისს დაუპირისპირდება.

მატჩებს პირველი არხი ტრადიციულად პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. საფეხბურთო დღე დასკვნითი გადაცემით დასრულდება, სადაც საფეხბურთო ექსპერტები დღევანდელ მატჩებს შეაფასებენ

დატოვე კომენტარი