შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე დღეს, სავარაუდოდ, მოწმეების გამოკითხვა განახლდება. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, დაკავებული არავინ არის.
გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი – 143-ე მუხლი, თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.