შსს-მ მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულ პირთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.