შსს-მ ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

ხუდადოვის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მიმდინარეობს გამოძიება.