შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შსს-მ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.ჯ. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ო.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.