შსს-მ ცხრა კილოგრამი ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 კილოგრამი ჰეროინი, ერთი კილო და 200 გრამი კოკაინი და ბუპრენორფინის შემცველი 5 000 აბი ამოიღო. უწყება, მთავარ პროკურატურასთან ერთად, კვლავ აქტიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლას.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ერთი კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ისინი პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება.