შსს: გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ცხრა წლის გოგონას მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული ი.ნ. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.