შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. აღნიშნულ შენობაში იმუშავებს როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი.
ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი.
შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.