შს მინისტრი შსს-ს აკადემიის რექტორს შეხვდა
შს მინისტრმა შსს-ს აკადემიის ახალდანიშნულ რექტორთან, გიორგი სახოკიასთან და სასწავლო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. წარმოდგენილი იყო აკადემიის სტრატეგიული განვითარების პროექტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აკადემიის როლზე, აღნიშნა, რომ ის სამართალდაცვით უწყებაში კადრების უწყვეტ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აკადემიის ინსტიტუციური განვითარებაა.