ეკონომიკის ყველა სექტორში შრომის ანაზღაურება გაიზარდა. 2023 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით, 16.3 პროცენტით არის მომატებული და 1,855 ლარს შეადგენს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, ინფორმაცია, კომუნიკაცია და ენერგეტიკა.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაჯანსაღებას, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც.