12 იანვარს კურორტ შოვში ე.წ. თოვლის ფესტივალის დროს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს. 24 წლის შოთა სამხარაძე დღემდე არ არის ნაპოვნი. მისი გაუჩინარებიდან მალევე, სამართალდამცავებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს, თუმცა, მათ შედეგი არ მოჰყვა.
შოთა სამხარაძის ოჯახი მიმართავს მოქალაქეებს, თუ ისინი ფლობენ რაიმე ინფორმაცის ახალგაზრდა კაცის ადგილსამყოფელის შესახებ, მიაწოდონ მათ ინფორმაცია ტელეფონის ნომერზე – 599 29 25 81.