შეზღუდვა თურქულ კარტოფილზე

საქართველოში თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი იკრძალება. ეს დროებითი ზომაა, იმისთვის რომ ე.წ. კიბოთი დაავადებული ნერგები არ გავრცელდეს.

ექსპორტი პირველ ივნისამდე შეჩერდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა დაავადებული კარტოფილის დათესვის რისკი არსებობს და რაც სპეციალისტების თქმით, ნიადაგს მრავალი წლით დააზიანებდა.

მავნე ორგანიზმი კარტოფილში, წელს, თურქეთიდან შემოტანილ 20 პარტიაში აღმოაჩინეს.