საქართველოში გაცემული მოქმედი მართვის მოწმობები ესპანეთში ვალიდური იქნება. შესაბამის შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ერთად მოაწერა. გომელაური ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც.