შემზარავი დეტალები სერგო თეთრაძის საქმეში

სერგო თეთრაძის საქმეზე დღეს სასამართლომ შემზარავი დეტალები მოისმინა. პროკურატურის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილმა უფროსმა დეტალურად გაიხსენა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკის სიცოცხლის ბოლო წუთები. ბორის ფარულავას ჩვენების მიხედვით, თეთრაძე ციხეში არაადამიანური მოპყრობისა და წამების  მსხვერპლი გახდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გლდანის ციხის იმ ექიმის დაკითხვა, რომელსაც თეთრაძე ე.წ. კარანტინის საკანში კომატოზურ მდგომარეობაში დახვდა. პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის სისხლის სამართლის საქმე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმეა, რომელშიც ბაჩო ახალაია და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.

მარიამ ქურდიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო.