პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა საქალაქო სასამართლოში. აქედან ორი  გლდანის ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელია. მათ 2011 წლის სექტემბრის თვე გაიხსენეს და სერგო თეთრაძის წამების გარემოებებზე ისაუბრეს. სხდომაზე ჩვენება გლდანის ციხის ექიმმაც მისცა.

პროცესს მარიამ ქურდიანი აშუქებს.