შემთხვევა გუდაურის სათხილამურო ტრასაზე

ტრაგიკული შემთხვევის ადგილად ქცეული საბაგირო გზა.

გუდაურში დაშავებული 11 მოქალაქიდან რვა თბილისშია ჰოსპიტალიზირებული. ავარიის გამო საძელესკენ მიმავალი ტურისტები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან იძულებით ხტებოდნენ, ნაწილი კი სათხილამურო ტრასაზე საბაგირო სკამების რკინის კონსტრუქციებთან შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ გამოვიდა მწყობრიდან საბაგირო, რომელიც დღეს დილით რამდენიმე წუთის განმავლობაში მაღალი სისწრაფით უკუსვლით მოძრაობდა. მსოფლიოში ცნობილი ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია, რომელმაც 2008 წელს 1410-მეტრიანი საბაგირო დაამონტაჟა, დღეს მომხდარ ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს.

გადაწყვეტილია, რომ ექსპერტიზაში საერთაშორისო სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. მთავრობა უმკაცრესი რეაგირების პირობას დებს.

„მოამბე“ შემთხვევის ადგილიდან – გუდაურში გურამ როგავა მუშაობს.