ხმაურია გოგელიას კლინიკაში – გვაქვს თუ არა საქმე თაღლითურ სქემასთან, ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სეზონური ვირუსების საწინააღმდეგო აცრაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ 4-კომპონენტიანი ფრანგული ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს, რაშიც წინასწარ 75 ლარი გადაახდევინეს.
კლინიკის წარმომადგენლები მედიასთან არ ჩნდებიან და კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.