ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები შესრულდება
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტალინის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები შესრულდება. სიახლე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დააანონსა. თორნიკე რიჟვაძე ასევე დაესწრო ტურისტული გამოფენის დახურვას, სადაც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.
გამოფენას 30 000-მდე ადამიანი სტუმრობდა. წარმოდგენილი იყო 584 კომპანია 30 ქვეყნიდან და გაშუქდა 270 მედიასაშუალების მიერ. აღსანიშნავია, რომ რეგიონს, წინა წელთან შედარებით, 2018 წელს ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.