უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. შეხვედრისას მხარეებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე და უკრაინელ სტუდენტებზე გაამახვილეს ყურადღება. დღესვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა წიგნის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.